მოლდოვა აცხადებს, რომ დნესტრისპირეთში დრონის თავდასხმის შესახებ ცნობებით, "პანიკის გამოწვევას“ ცდილობენ

მოლდოვის რეინტეგრაციის ბიურო გამოეხმაურა ცნობებს ტირასპოლის სამხედრო ნაწილზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ ცნობებს. ამის შესახებ NewsMaker.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტს ვერ ადასტურებენ და მას "რეგიონში შიშისა და პანიკის პროვოცირების მცდელობა" უწოდეს.


ბიურომ ასევე აღნიშნა, რომ ისინი დაუკავშირდნენ სხვა უწყებებს და შეისწავლეს ფოტოები და ვიდეო ტირასპოლში მომხდარი ინციდენტის ადგილიდან.

კადრების შესწავლისა და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ინციდენტი არის რეგიონში შიშისა და პანიკის გამოწვევის მცდელობა. სამხედრო ტექნიკა, რომელიც კადრებში ჩანს, ბოლო რამდენიმე წელია, არ მუშაობს," - ნათქვამია განცხადებაში.

ბიურომ აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება, რომელიც კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან, „არ ადასტურებს არანაირ თავდასხმას დნესტრისპირეთის რეგიონზე.“

17 მარტს, არაღიარებულმა სეპარატისტულმა სახელმწიფომ დნესტრისპირეთმა (მოლდოვა) აფეთქებისა და  ტირასპოლში მდებარე სამხედრო განყოფილებაში კამიკაძე-დრონის თავდასხმის შესახებ განაცხადა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარტყმის შემდეგ ხანძარს შეეძლო ვერტმფრენის განადგურება.


მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.